შოტლანდიელი მედდა ებოლასგან საბოლოოდ განიკურნა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 12.11.2015
ნანახია: 2407

შოტლანდიელი მედდა პოლინ კაფერკი ებოლას ვირუსისგან საბოლოოდ განიკურნა. პოლინს თავდაპირველი განკურნების შემდეგ დაახლოებით ერთი თვის წინ დაავადება მეორედ, გართულებული მენინგიტით შეუბრუნდა.

ამჟამად ის უკვე გამოწერეს ლონდონის საავადმყოფოდან, სადაც ოქტომბერში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პოლინ კაფერკი ებოლას ვირუსით სიერა-ლიონეში გასულ წელს დაინფიცირდა.

2015 წლის აგვისტოს მონაცემებით მსოფლიოში ებოლას ვირუსით დაინფიცირების 28 041 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებას 11 302 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტად ებოლამ დასავლეთ აფრიკის ქვეყნები - გვინეა, ლიბერია და სიერა-ლიონე დააზარალა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე