საცხოვრებელ სახლზე თვითმფრინავის დაცემას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 12.11.2015
ნანახია: 2403

ოჰაიოს შტატის ქალაქ ეკრონში საცხოვრებელ სახლზე თვითმფრინავის დაცემისას ცხრა ადამიანი დაიღუპა. ორი პილოტისა და შვიდი მგზავრის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაუდასტურა.

კატასტროფის მომენტში სახლში არავინ იმყოფებოდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად დაწყებულია ავარიის გარემოების გამოძიება.

10-ადგილიანი თვითმფრინავი Hawker H25, რომელიც დეიტონიდან ეკრონში მიფრინავდა, ეკრონის აეროდრომიდან სამი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. ჩამოვარდნისას მან ელექტროგადამცემი ხაზები გაწყვიტა და საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა და ნაწილებად დაიშალა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე