flyuia მომხმარებლებს კომპანიის 23 წლისთავთან დაკავშირებით, 23 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 11.11.2015
ნანახია: 1556

23 წლისთავთან დაკავშირებით, ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ (flyuia) რეგულარულ რეისებზე 23 %-იანი ფასდაკლების აქციას აცხადებს.
ავიაკომპანიამ ფასდაკლებით ბილეთების რეალიზაცია 11 ნომებრიდან დაიწყო.
11-12 ნოემბერს ბილეთების იაფად შეძენა შესაძლებელია ს სააგენტოში და საიტზე www.flyuia.com,  ხოლო 13-19 ნომბერს კი ყველა არხზე და ავიაკომპანიის სალაროებში. 20-26 ნომბერს კი 23 %-ით იაფ ბილეთებს მხოლოდ flyuia-ს ვებგვერდი გაყიდის.
flyuia-ში აცხადებენ, რომ კომპანიის 23 %-ით იაფი ბილეთებით სარგებლობა 2016 წლის პირველ ნახევარის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქციით კლიენტები კმაყოფილნი დარჩებიან, ხოლო თავის მხრივ კომპანია მათ მომსახურების მაღალ ხარისხს შესთავაზებს, რასაც 23 წლის განმავლობაში აკეთებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე