მთავრობამ ქართული ტრადიციული ღვინის ფონდს უძრავი ქონება 25 წლიანი უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცა

საქართველო, თბილისი - 15:14 | 11.11.2015
ნანახია: 1649

მთავრობამ ქართული ტრადიციული ღვინის ფონდს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცა.

მთავრობის №2334 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ქართული ტრადიციული ღვინის ფონდს უზუფრუქტის უფლებით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის №18-ში, პირველ სართულზე მდებარე 184.17 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი გადაეცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ტრადიციული ღვინის ფონდს აღნიშნული უძრავი ქონების ფლობა 25 წლის ვადით შეეძლება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე