„ბლოკი“ ბათუმში სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს

საქართველო, თბილისი - 15:02 | 11.11.2015
ნანახია: 3522

კომპანია „ბლოკი“ ბათუმში სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. კომპანიამ 1 ლარად, სახელმწიფოსგან ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, აღმაშენებლის ქ. №34-ში მდებარე 5441.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შეიძინა.

როგორც მთავრობის №2336 განკარგულებაშია აღნიშნული, ინვესტორი 2 წლის განმავლობაში, ვალდებულია გადაცემულ უძრავ ქონებაზე ცემენტის ან ანალოგიური მასალების დაარმატურებული ან დაუარმატურებელი ნაწარმის მწარმოებელი საწარმო შექმნას.

საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, „ბლოკი“ პროექტს განხორციელებაში 1 მლნ 354 ათას 664 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

საწარმომ წლის განმავლობაში 3 000 გრძ.მ ბორდიურის ბლოკი, 1 300 000 ცალი ბლოკი და 20 000 კვ.მ ფილების წარმოება უნდა უზრუნველყოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე