„ვითიბი ბანკ ჯორჯია“ საწესდებო კაპიტალს ზრდის

საქართველო, თბილისი - 15:00 | 10.11.2015
ნანახია: 1629

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა ემისიის საბოლოო პროსპექტი, რომლის მიხედვითაც „ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“ განახორციელა 20 000 000 (ოცი მილიონი) ჩვეულებრივი აქციის საჯარო შეთავაზება, რომელთა ნომინალური ღირებულება შეადგენს: ერთი აქცია – ერთი ლარი.

ვითიბი ბანკ ჯორჯიას მიერ ემიტირებული აქციებიდან, ემისიის პირველ ეტაპზე, ძირითადი აქციონერის, სსს ვითიბი ბანკის მიერ შეძენილ იქნა 19 361 680 ცალი აქცია.

შეთავაზებული აქციების სრულად გაყიდვის შედეგად, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“   საწესდებო კაპიტალი 191 292 701 მლნ. ლარს მიაღწევს.

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა განაცხადა: კაპიტალის დონის ამაღლება ხელს შეუწყობს ვითიბი ბანკი ჯორჯიას განვითარებას და სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე