UniCredit-ი თანამშრომელთა რაოდენობას 12 ათასით ამცირებს

საქართველო, თბილისი - 21:31 | 10.11.2015
ნანახია: 1571

UniCredit-ი, აქტივების მიხედვით იტალიის უმსხვილესი ბანკი თანამშრომელთა რაოდენობას 12 ათასით ამცირებს. როგორც Financial Times-ი წერს UniCredit-ის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდება საზღვარგარეთულ აქტივებში, მათ შორის ავსტრიულ წარმომადგენლობაშიც.

ჯერ კიდევ ერთი თვის უკან, UniCredit-ის მიერ წარმოდგენილი სქემის მიხედვით, კომპანია 10 ათასი თანამშრომლის შემცირებას აპოირებდა. თუმცაღა ამ პერიოდში UniCredit-მა კიდევ ერთხელ გადახედა თავის პოზიციებს და „შემცირებაში“ მოყოლილთა რაოდენობა 12 ათასამდე გაზარდა, რაც საერთო თანამშრომლების 9,4 %-ია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე