საუდის არაბეთის მეფემ Mardan Palace დაიქირავა

საქართველო, თბილისი - 19:27 | 10.11.2015
ნანახია: 1431

საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბენ აბდულაზიზმა, რომელიც უახლოეს დღეებში ტურქეთს G-20-ის სამიტზე დასასწრებად ეწვევა, ანტალიის ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო Mardan Palace დაიქირავა. როგორც თურქული მედია წერს, მეფეს თან 1000 ადამიანი ახლდება და მთლიანობაში სასტუმროს არენდა მონარქს 18 მლნ დოლარი უჯდება.

560 ნომერიანი სასტუმრო მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ და ფეშენელებურ სასტუმროდ ითვლება. სასტუმრო სხვა სტუმრებისათვის დახურული 18 დღის განმავლობაში იქნება.

სასტუმროს დერეფნებში, ასევე ასაფრენ მოედანზეც კი წითელი ხალიჩა იქნება დაგებული, რათა მონარქის ფეხი ასფალტს არ უნდა შეეხოს.

მონარქის მასპინძლობისთის Mardan Palace-ის პერსონალი სპეციალურად გადაამზადეს.

უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში მეფე სალმანმა ვაშინგტონში ვიზიტისას სასტუმრო Four Seasons-ი მთლიანად დაჯავშნა.

მიმდინარე ზაფხულში საუდის არაბეთის მეფეს პროტესტი გამოუცხადეს საფრანგეთში, რომლის ფრანგულ რივიერაზე სტუმრობისას მთლიანი პლაჟი გადაიკეტა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე