უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სანომრე ნიშნებით მანქანების გადაადგილება აკრძალა

საქართველო, თბილისი - 14:22 | 10.11.2015
ნანახია: 1692

უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სანომრე ნიშნებით მანქანების გადაადგილება აკრძალა, ამის შესახებ განცხადება უკრაინის საპატრულო პოლიციის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. 

უკრაინელი სამართალდამცველების განმარტებით, ოფიციალური კიევი არ აღიარებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს და მათ საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, ამიტომ არაღიარებული ფორმირებების ნომრები სანომრე ნიშნების არქონად ითვლება.

"როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, უკრაინა არ სცნობს ეგრეთ  წოდებულ "რესპუბლიკებს" დამოუკიდებლებს თუ სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შესულებს, გარდა საქართველოსი. ასეთ შემთხვევაში მოცემული არაღირებული და სხვა მისი მსგავსი სახელმწიფო უწყებების ნომრები არ არსებობს. აქედან გამომდინარე უკრაინის საპატრულო პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე