გულშემატკივრების ავტობუსებში ნახევარ ტონაზე მეტი კოკაინი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:21 | 10.11.2015
ნანახია: 1580

კოლუმბიის ქალაქ პასტოს პოლიციამ ჩილეს საზღვართან ავტობუსებში, რომლებსაც ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო მატჩის გულშემატკივრები გადაჰყვდათ, ნახევარ ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინა.

სამართალდამცავებმა 575 კგ კოკაინი ორი ავტობუსის საბარგულებსა და მძღოლების სავარძლების ქვეშ იპოვეს. ავტობუსები კოლუმბიის დედაქალაქიდან ჩილეს მიმართულებით მოძრაობდნენ.

”ნარკოტიკები სანტიაგო-დე-ჩილეში იგზავნებოდა და ტრანსპორტირების საშუალებად გამოყენებული იყვნენ ტურისტები, რომლებიც ჩილე-კოლუმბიის მატჩზე დასასწრებად მიდიოდნენ”, - განაცხადეს კოლუმბიის პოლიციაში.

ავტობუსების მძღოლები დააკავეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე