ლარი გაუფასურებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 17:02 | 04.09.2017
ნანახია: 1329

4 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4502 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4387 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  1.15 თეთრი შეადგინა.                             

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9177 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9057 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.20 თეთრი შეადგინა.   

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.7135 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.1723 ლარი ეღირება.                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 სექტემბერიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე