თურქეთში ”ისლამურ სახელმწიფოსთან” შეერთების მცდელობისთვის 38 უცხოელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:20 | 10.11.2015
ნანახია: 1747

ყირგიზეთის მედიის ინფორმაციით, თურქეთში ადანის პროვინციაში უცხო ქვეყნების 38 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც სირიაში ”ისლამურ სახელმწიფოსთან” შეერთებას ცდილობდნენ. მათ შორის არის ყირგიზეთის ხუთი მოქალაქე, ასევე აზერბაიჯანის - 14, ინდონეზიის - 7, ერაყის - 5, ტაჯიკეთის - 2, ირანის - 3 და ავღანეთის ორი მოქალაქე. ამ ჯგუფში ასევე იყო 15 ბავშვი და 10 ქალი. დაკავებულები მიგრაციის საქმეთა სამმართველოს შემდგომი დეპორტაციისთვის გადასცეს.

ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმიწფო კომიტეტი თურქეთში ”ისლამურ სახელმწიფოსთან” შეერთების მცდელობისთვის ყირგიზეთის ხუთი მოქალაქის დაკავების გარემოებას სწავლობს.

ყირგიზეთის სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” მხარეს ქვეყნის 450 მოქალაქე იბრძვის. მათგან 80-ზე მეტი ქალია. ამ დროისათვის საომარი მოქმედებების ზონაში ყირგიზეთის 45 მოქალაქეა დაღუპული.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე