რობერტ დე ნირო, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქე გახდეს

საქართველო, თბილისი - 11:56 | 10.11.2015
ნანახია: 3288

ამერიკელმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების წინააღმდეგი არ იქნებოდა, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოკრივემ როი ჯონსმა გააკეთა. მან ამის შესახებ მოსკოვში თავისი რესტორნის გახსნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დე ნირომ აღნიშნა, რომ მოქალაქეობის მიღებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

მოსკოვში გაიხსნა იაპონური რესტორანი Nobu, რომლის თანამფლობელიც რობერტ დე ნიროა.

სექტემბრის ბოლოს რუსული პასპორტი აიღო ამერიკელმა მოკრივემ როი ჯონსმა. მისი თქმით, ის რინგზე რუსეთის სახელით გამოვა და ოჯახსაც რუსეთში გადაიყვანს.

ორი წლის წინ კინ რუსეთის მოქალაქე ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე გახდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე