მიმდინარე კვირაში, საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციები 5.3%-იანი შემოსავლიანობით დაიხურა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 10.11.2015
ნანახია: 1613

“საქართველოს ბანკის” ევროობლიგაციები (GEBGG) 5.2%-იანი შემოსავლიანობით დაიხურა, ფასით - 103.9 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციებით (GEOROG) ვაჭრობა დაიხურა ფასით - 101.1 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 6.1%-იანი შემოსავლიანობით,

ხოლო საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციები (GRAIL) ივაჭრებოდა 105.8 ფასად (+0.2% წინა კვირასთან შედარებით), 6.7%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციები (GEORG) დაიხურა ფასით - 107.3 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 5.3%-იანი შემოსავლიანობით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე