ოქტომბერში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები წლიურად 6.8%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 10.11.2015
ნანახია: 1846

2015 წლის ოქტომბერში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 616.5 მლნ ლარი შეადგინა.„გალტ & თაგარტი“ სახაზინო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 2015 წლის 10 თვეში საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 10.9%-ით და 6.5 მლრდ ლარი შეადგინა.

აქედან, შემოსავლები გაიზარდა შემდეგი გადასახადებიდან (რომლებიც ჯამურად მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 99.1%ია): საშემოსავლო გადასახადი +15.0% წ/წ, მოგების გადასახადი +29.0% წ/წ, დღგ +6.9% წ/წ, აქციზი +5.6% წ/წ და ქონების გადასახადი +7.2% წ/წ. საგადასახადო შემოსავლები შემცირდა მხოლოდ იმპორტის და სხვა გადასახადების კატეგორიებში, თუმცა მათი წილი უმნიშვნელოა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე