იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:07 | 10.11.2015
ნანახია: 1967

იორდანიელმა სამხედრო მოსამსახურემ ორი ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე მოკლა, რის შემდეგაც მისი ლიკვიდაცია განხორციელდა.

Reuters-ის ინფორმაციით, მკვლელობა დედაქალაქ ამანის შემოგარენში საწვრთნელ ბანაკში მოხდა, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორები ამზადებენ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ძალოვანებს. სააგენტოს წყაროს ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი უმისამართოდ გახსნა. ინციდენტის შედეგად დაიჭრა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ამერიკელი სამხედრო - ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

იორდანიაში ასობით ამერიკელი სპეციალისტი იმყოფება, რომლებიც იორდანიის სამეფოს ძალოვანების მომზადებაში ეხმარებიან. ამის გარდა აშშ-ს ქვეყანაში განთავსებული აქვს F16-ის ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ავიაიერიშებისთვის გამოიყენება. იორდანია იმ კოალიციაში შედის, რომელიც სირიასა და ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძვის.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე