Apple-ი კომპანიის განვითარებაში 15 მლრდ დოლარის ინვესტიციას ჩადებს

საქართველო, თბილისი - 20:01 | 09.11.2015
ნანახია: 1472

კომპანია Apple, მომავალი წლისთვის კომპანიის განვითარებისთვის ინვესტირების ზრდას გეგმავს, საუბარია როგორც ახალი მოწყობილობების შექმნაზე, ასევე არსებული ფილიალების გაფართოებაზე და ინფრასტრუქტურის განახლებაზე. თუ კი 2015 წელს კომპანიის კაპიტალურმა ხარჯმა 11,2 მლრდ დოლარი შეადგინა, 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 15 მლრდ დოლარი იქნება.

კომპანიის გათვლებით, ახალ ტექნოლოგიებში ფულის დაბანდებას სამომავლოდ გაყიდვების გაზრდა მოყვება.
აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის უკან Apple-ის კაპიტალური ხარჯები 2 მლრდ დოლარამდე იყო

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე