Huawei ევროპაში სმარტფონების ბაზარზე ნომერ მეორე ბრენდია

საქართველო, თბილისი - 14:51 | 09.11.2015
ნანახია: 1499

ანალიტიკური კომპანია Kantar Worldpanel-ის ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, კომპანია Huawei ევროპის ბაზარზე, Samsung-ის შემდეგ, ნომერ მეორე ბრენდი გახდა. Huawei-მ მ,ოახერხა და უკან ჩამოიტოვა Sony, HTC და Motorola.

ჩინურმა მწარმოებელი ბოლო პერიოდში საკმაოდ დაწინაურდა. 3dnews-ი წერს, რომ 12 თვის უკან Huawei ანალიტიკური კომპანია Kantar-ის რეიტინგში მხოლოდ მეექვსე პოზიციაზე იყო.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროპის ბაზარზე Huawei-ი წილი კიდევ უფრო გაიზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ მესამე კვარტკლის მონაცემებით, Huawei საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ესპანეთსა და იტალიაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე