ტარიელ ხეჩიკაშვილი საკუთარ სკოლას ეწვია

საქართველო, თბილისი - 14:51 | 09.11.2015
ნანახია: 1824

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ნაძალადევის რაიონში მდებარე მე-12 საჯარო სკოლას ესტუმრა. ტარიელ ხეჩიკაშვილს სკოლაში საკუთარი კლასის დამრიგებელი და პედაგოგები დახვდნენ. 

მინისტრმა შეხვედრა გამართა მაღალი კლასის მოსწავლეებთან, სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა, დაათვალიერა სკოლის სპორტული ინფრასტრუქტურა და მოსწავლეებთან ფრენბურთი ითამაშა. მინისტრმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და სკოლაში სწავლის პერიოდიდან რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი მე-12 საჯარო სკოლის სპორტული მიმართულების კლასში სწავლობდა. სკოლაში სხვადასხვა დროს არაერთი წარმატებული სპორტსმენი სწავლობდა.

აღსანიშნავია, რომ მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სპორტში ამ ეტაპზეც დიდი წარმატებები აქვთ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე