Ayasofya-ს მუზეუმი მნახველების რაოდენობით ნომერ პირველია

საქართველო, თბილისი - 20:42 | 09.11.2015
ნანახია: 1483

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა.

როგორც გაირკვა იანვარ-სექტემბერში სტამბულში Ayasofya-ს 2 მლნ 782 ათას 794 ტურისტმა ვიზიტორმა მოინახულა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ვიზიტორების რიცხოვნების მხრივ Ayasofya-მ თურქეთის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.

მნახველთა რაოდენობით, რეიტინგში მერე ადგილზეა Topkapı Sarayı Müzesi, სადაც 9 თვის განმავლობაში2 მლნ 634 ათას 827 ვიზიტორი იმყოფებოდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, მესამე პოზიციაზეა თურქეთის ქალაქ კონიაში მდებარე Mevlana Museum-ი, რომელმაც იანვარ-სექტემბერში 1 მლნ 806 ათას 549 დამთვალიერებელს უმასპინძლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე