აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

საქართველო, თბილისი - 14:11 | 09.11.2015
ნანახია: 1712

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების აეროპორტებში ტვირთის შემოწმება გაამკაცრა. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების ახალი ზომები მოიცავს ტვირთის დეტალურ შემოწმებას და ვრცლედება აშშ-ის კომერციულ რეისებზე სინაის ნახევარკუნძულის აეროპორტიდან. ამის შესახებ შინაგანი უსაფრთხოების მინისტრმა ჯეი ჯონსონმა განაცხადა.

დამატებითი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით მიიღეს. ამასთან უწყების ინფორმაციით, აშშ-სა და შარმ-ელ-შეიხს შორის პირდაპირი რეისები არ მოქმედებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე