ევროკავშირი დეკემბრის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას აპირებს

საქართველო, თბილისი - 13:38 | 09.11.2015
ნანახია: 1712

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს დეკემბრის სამიტზე რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების მიღწევა სურთ. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

სააგენტო გერმანულ გაზეთ Handelsblatt-ზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სანქციების გაგრძელებას მხარს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც უჭერს.

გამოცემის ინფორმაციით, სანქციები შესაძლოა მინსკის შეთანხმების შესრულების ან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსების შემთხვევაში შესუსტდეს.

ოქტომბერში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე