Turkish Airlines-ის მოგება 54 %-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 19:59 | 09.11.2015
ნანახია: 1590

 

იანვარ-სექტემბერში Turkish Airlines-ის წმინდა მოგებამ 2,37 მლრდ თურქული ლირა შეადგინა (810 მლნ დოლარი), წერს თურქული სააგენტო AA, ავიაკომპანიაზე დაყრდნობით.

კომპანიის ინფორმაციით, მიუხედავად მძლავრი კონკურენციისა Turkish Airlines-ის მოგება მზარდია.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპისთვის Turkish Airlines-ის მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 54 %-ით.

საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანიის შემოსავალი გაზრდილია 17 %-ით და 21,1 მლრდ თურქულ ლირას, ანუ დაახლოებით 7,37 მლრდ დოლარს შეადგენს.

Turkish Airlines-მა მოახერხა და 2015 წლის 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 41,4 მლნ-დან 46,5 მლნ-მდე გაზარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე