BlackBerry -მა Android-ის ბაზაზე პირველი სმარტფონი გამოუშვა

საქართველო, თბილისი - 13:59 | 09.11.2015
ნანახია: 1569

კანადურმა კომპანია BlackBerry-მა Android-ის ბაზაზე მომუშავე პირველი სმარტფონი გამოუშვა, რომელსაც Priv-ი ეწოდება.

მწარმოებელი აცხადებს, რომ სმარტფონს სხვა Android-ის ბაზაზე მომუშავე სმარტფონებისგან განასხვავებს ის, რომ მას საკმაოდ დაცული სისტემა ექნება.

Priv-ის ღირებულება 699 დოლარია და მასი სენსორული კლავიატირა qwerty-კლავიატურის ტიპისაა. ტელეფონის წონა 192 გრამია, ეკრანის დიაგონალი კი 5,4 დიუმი.

BlackBerry-მა Android-ის ბაზაზე სმარტფონის გამოშვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დარწმუნა, რომ საკუთარი საოპერაციო სისტემა წარმატებული არ იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე