ბათუმში განახლებული №13 საბავშვო ბაღი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 09.11.2015
ნანახია: 2659

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთი  განახლებული №13  საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნა.  ბაღის  სარეაბილიტაციოსამუშაოები 2015 წლის 25 მარტს დაიწყო და  20 სექტემბერს დასრულდა.

რეაბილიტაციის შემდეგ დაწესებულებას   ორი ჯგუფიდაემატა, იგი გათვლილია 280 აღსაზრდელზე. ამ დრომდე სხვა საბავშვო დაწესებულებებში გადანაწილებული აღსაზრდელები დღეიდანისევ თავიანთ ბაღში ივლიან. სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ ადგილობრივი პედაგოგებიც.

სარემონტო სამუშაოები  ქალაქ ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში  გამარჯვებულმა სამშენებლოკომპანია შპს „ამაგი“-მ განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი იყო 666 726 ლარი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ბოლო ერთი წლის მანძილზე   აშენდა 3 ახალი ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 საბავშვო ბაღს. ხოლო აჭარისმუნიციპალიტეტების მასშტაბით ბოლო 3 წელში აშენდა 10 ახალი ბაღი, მიმდინარეობს 9 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაციაჩაუტარდა 40-ზე მეტ ბაღს და მიმდინარე პროცესშია 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე