Freedom House: სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ რუსთავი 2-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ

საქართველო, თბილისი - 12:33 | 09.11.2015
ნანახია: 1674

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ვიცე პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსთავი 2-სა და საქართველოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.

"საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მედიაში ჩარევა. ყველამ უნდა გაიგოს, რომ მფლობელობაზე დავები ვაკუუმში არ წარმოიშვება. ისინი უფრო დიდი პოლიტიკური გარემოს ნაწილია.

ყველასთვის ცნობილია, რომ რუსთავი 2 ოცნების მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი არხია. სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ რუსთავი 2-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ, ვინც მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი,” - აცხადებს რობერტ ჰერმანი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე