სარკინიგზო ინციდენტის შედეგად მისისიპში ეთანოლი ჩაიღვარა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 09.11.2015
ნანახია: 2131

ამერიკის ვისკონსინის შტატში მატარებლის ხუთი ვაგონი, რომელიც ეთანოლით იყო დატვირთული, რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც სპირტი მდინარე მისისიპიში ჩაიღვარა. Associated Press-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ალმას ჩრდილოეთით მოხდა. უახლოესი რაიონიდან მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები თავისი სურვილით დატოვა.

სარკინიგზო კომპანიაში მდინარეში ჩაღვრილი ეთანოლის მოცულობა არ დაუზუსტებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ მომხდარის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინციდენტის შემდეგ რკინიგზაზე მოძრაობა გადაიკეტა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე