„Ural-Airlines“-მა მომავალი წლიდან რეისები შესაძლოა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც განახორციელოს

საქართველო, თბილისი - 12:03 | 09.11.2015
ნანახია: 1489

ავიაკომპანია „Ural-Airlines“-ი შესაძლოა ქართულ ბაზარზე დაბრუნდეს და რეისები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც განახორციელოს. სანქტ-პეტერბურგში, აეროპორტ პულკოვოს ბიზნესცენტრში, ავიაკომპანია „Ural-Airlines“-ის ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრა-კონფერენციაზე, რომელშიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც მონაწილეობდა, საქართველოს მიმართულებით „Ural-Airlines“-ის ფრენების აღდგენის საკითხიც განიხილეს. საუბარი იყო ასევე, მომავალი წლის ზაფხულის პერიოდისათვის ბათუმის მიმართულებით რეისების დანიშვნის შესახებ. გაიმართა ასევე საქმიანი შეხვედრები ქართველ და რუს ტურ-ოპერატორებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია “Ural-Airlines” მგზავრთა გადაყვანის მოცულობის მიხედვით, ბოლო წლებში რუსეთის ხუთ წამყვან ავიაკომპანიაშია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე