წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება

საქართველო, თბილისი - 11:09 | 09.11.2015
ნანახია: 1543

წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით,  დღეს  12 ავტომანქანა  3 კერძო პირს დაუბრუნდება.  მისივე განმარტებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ დაიბრუნოს სახელმწიფოსგან უსამართლოდ მიტაცებული ქონება.   

„დღეს  12 ავტომანქანა დაუბრუნდება 3 კერძო პირს, რომლებსაც 2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით გადააცემინა ეს მანქანები. ამ მეტად რთულ საქმეს ეტაპობრივად ვაგვარებთ,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე