ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მუხლი, წლიური გეგმის 85 %-ით უკვე შევსებულია

საქართველო, თბილისი - 11:05 | 09.11.2015
ნანახია: 1505

ამ ეტაპისათვის, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მუხლი, წლიური გეგმის 85 %-ით უკვე შევსებულია. როგორც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იანვარ-ოქტომბერში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 526 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 641 მილიონი ლარით აღემატება.

„6 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით უკვე მიღებულია 6 მილიარდ 641 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 85 %-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 7 მლრდ 962 მლნ ლარი შეადგინა. გადასახდელების თვალსაზრისით იანვარ-ოქტომბერში 7 მლრდ 710 მლნ ლარია გაწეული, 10 თვეში კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაწეულმა ხარჯმა 1 მლრდ 226 მლნ ლარი შეადგინა,“–განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე