დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება

საქართველო, თბილისი - 10:24 | 19.07.2017
ნანახია: 1207

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია, რომლის დროსაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. დიმიტრი ქუმსიშვილიშეხვედრის მსვლელობისას მოხსენებას გააკეთებს და თავის აზერბაჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად საბაჟო სფეროში თანამშრომლობისსაკითხებს განიხილავს.

სამმხრივი შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადაზიდვების მიმართებით საბაჟო თანამშრომლობისგანვითარების პერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს, მინისტრებს ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას საბაჟო სფეროში სამმხრივითანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე