გაზზე ტარიფი გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 18.07.2017
ნანახია: 1268

ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა. გაზის ტარიფთან დაკავშირებით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში „ყაზტრანსგაზის“ განაცხადება განიხილეს და "სემეკმა" შესაბამისი მონაცემი დაადგინა. 

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 

ამ წუთებში „სოკარისა“ და „საქორ-გაზის“ განაცხადების განხილვა მიმდინარეობს. კომპანიები გაზზე ტარიფის გაზრდის და მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების კომპონენტების ხელახალ გადაანგარიშებას ითხოვენ.

გუშინ ,,სემეკმა" გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ნახევარი თეთრით გაზარდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე