ბუქარესტის ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:11 | 09.11.2015
ნანახია: 1657

ბუქარესტის ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა. Associated Press-ის ინფორმაციით, ინციდენტისას მძიმედ დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მათ შორის არის დრამერი ბოგდან ენაკე.

რუმინეთის დედაქლაქის ღამის კლუბში ხანძარი 30 ოქტომბერს გაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით ბუქარესტის პოლიციამ კლუბის სამი მფლობელი დააკავა. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი სცენაზე პიროტექნიკის გამოყენებამ გამოიწვია. დარბაზში იმ მომენტისთვის 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. გამოსასვლელებში შექმნილი ჭყლეტვისას ათობით ადამიანი დაიღუპა. კლუბში იუსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული.

ტრაგედიის შემდეგ რუმინეთის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების გადადგომა მოჰყვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე