მთავრობა მანდარინის მოსავლის სუბსიდირებისთვის 2 მილიონს გამოყოფს

საქართველო, თბილისი - 10:02 | 09.11.2015
ნანახია: 1537

აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში მანდარინის მოსავლის სუბსიდირება მოხდება. შესაბამისი განცხადება დღეს მთვრობის სხდომაზე პრემიერმა გააკეთა, საკითხის განხილვაც დღესვე მოხდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სუბსიდირებისთვის მთავრობა 2 მილიონ ლარს გამოყოფს.

"აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ჩვენ ვაპირებთ მანდარინის მოსავლის სუბსიდირება განვახორციელოთ, რა საკითხსაც დღევანდელ სხდომაზე გადავწყვეტთ. ჯამში 2 მილიონი ლარის სუბსიდიას გამოყოფს მთავრობა. კერძოდ, კომპანიაზე, რომელიც შეისყიდის 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად, ჩვენგან გაიცემა 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე