ლარი გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:13 | 14.07.2017
ნანახია: 1181

14 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4015 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.45 თეთრი შეადგინა.              

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7411 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7290 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.21 თეთრი შეადგინა.    

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6736 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.1145 ლარი ეღირება.                                          

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 ივლისიდან  შევა ძალაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე