მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 117%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 16:43 | 12.07.2017
ნანახია: 1183

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის 117%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ 2017 წლის ექვს თვეში აეროპორტი სულ 3 ათას 240 მგზავრს მოემსახურა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ათას 494 მგზავრს. შესაბამისად ზრდამ 116,87%-ი შეადგინა.

2017 წლის იანვარ-ივნისში 2015 წლის იანვარ-ივნისთან შეადრებით მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა 133 %-ით მეტი მგზავრი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარ-ივნისში აეროპორტი სულ ათას 392 მგზავრს მოემსახურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე