2017 წლიდან, Google საკუთარ კლიენტებს პროდუქციას დრონის საშუალებით მიაწვდის

საქართველო, თბილისი - 15:50 | 07.11.2015
ნანახია: 1710

 

2017 წლიდან, Project Wing-ის პროექტის ფარგლებში, კომპანია Google საკუთარ კლიენტებს პროდუქციას დრონის საშუალებით მიაწვდის.

„ჩვენი მიზანია კომერციული კამპანია გავუშვათ და 2017 წლიდან მუშაობას შევუდგეთ“, განაცხადა პროექტ Project Wing-ის ხელმძღვანელმა დევიდ ბოსმა.

ბოსს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის პროდუქციის მიწოდებაზეა საუბარი და არც ის უთქვამს, ამისათვის თუ რომელი კომპანიის დრონებს გამოიყენებს.

თუმცა ინფორმაცია, რომ Google ანალოგიური პროექტის განხორციელებას აპირებდა, ჯერ კიდევ 2014 წელს გავრცელდა.

ანალოგიური სერვისი აშშ-ს მაშტაბით უკვე დანერგილი აქვს ინტერნეტ მაღაზია Amazon-ს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Google 1998 წლის 2 სექტემბერს შექმნა, თუმცა დომენი google.com ოფიციალურად ჯერ კიდევ 1997 წლის 15 სექტემბერს დარეგისტრირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე