სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ოპტიმალურად ხარჯვის ინიციატივით გამოდის

საქართველო, თბილისი - 13:24 | 07.11.2015
ნანახია: 1648

 

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ოპტიმალურად ხარჯვის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ოპტიმალურად დაიხარჯოს, აუცილებელია, შემდეგი მოკლევადიანი ღონისძიებების გატარება: პირველ და აუცილებელ ღონისძიებად გადაუდებელი სტაციონარულ მომსახურებაზე პროვაიდერების შეზღუდვასა და გეოგრაფიული პრინციპით დიდ ქალაქებსა და რეგიონებში ერთი, ან რამდენიმე მულტიპროფილური სტაციონარის შერჩევას მიიჩნევს, ხოლო ყველაზე ხშირ გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებაზე ტენდერების გამოცხადებასა და რამდენიმე პროვაიდერის შერჩევას.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებები გადაუდებელ სტაციონარულ ნაწილში მოქალაქეების მომსახურების გააუმჯობესებას გამოიწვევს. რაც შეეხება გეგმიურ მომსახურებას, პაციენტს შენარჩუნებული ექნება ტენდერში გამარჯვებულ  კლინიკებს შორის თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს ყველაფერი კი ბიუჯეტისთვის ბმინიმუმ 10-15%-იანი ეკონომია იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე