მდინარე ვერეს ხეობის საბაზისო გეოინფორმაციული სისტემა შეიქმნება

საქართველო, თბილისი - 13:14 | 07.11.2015
ნანახია: 1887

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მდინარე ვერეს ხეობის გეოინფორმაციული სისტემის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავასთან ერთად დაესწრო.

გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტებმა მდინარე ვერეს ხეობის მონიტორინგის სისტემისთვის პროექტი წარმოადგინეს. პროექტში ჩართული სტუდენტები თანამედროვე ტქენოლოგიების გამოყენებით მონაწილეობას მიიღებენ სტიქიური და საველე მონაცემების მოპოვებასა და მათ კამერალურ დამუშავებაში.

პროექტის მიხედვით საკვლევი ტერიტორიის და დასახლებული პუნქტების სამისამართო ბაზა შქიმნება. ასევე, სავალე კვლევების შედეგად სტიქიის შემდგომი პერიოდის გეოეკოლოგიური მდგომარეობის პირველად მონაცემებს მოიპოვებენ. საველე კვლევის შედეგები კი პერსონალურ გეომონაცემთა ბაზებში განთავსდება.

 მდინარე ვერეს ხეობის საბაზისო გეოინფორმაციულ სისტემას, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებები, საპროექტო ორგანიზაციები, თბილისის მერია, საგანგებო და სამაშველო სამსახურები გამოიყენებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე