მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეწვივნენ

საქართველო, თბილისი - 13:12 | 07.11.2015
ნანახია: 1572

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. კომპანიის ხელმძღვანელმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. თბილისში მსოფლიო ბანკის მისია ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით იმყოფება და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხთან დაკავშირებით მუშაობს. შეხვედრაზე გაკეთდა შეფასებები და და რეკომენდაციები „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე