ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოსკოვში გამართულ ფესტივალთან კავშირს უარყოფს

საქართველო, თბილისი - 15:28 | 07.07.2017
ნანახია: 1947

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსკოვში გამართულ ფესტივალთან კავშირი არ აქვს. 

,,ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ,  რომ დასახელებულ ფესტივალთან ადმინისტრაციას არანაირი კავშირი არ აქვს. უწყებიდან არც ფინანსური და არც რაიმე სხვა ტიპის მხარდაჭერა არ ყოფილა, არც საგზურები გაგვითამაშებია“ აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით,  მოსკოვში  ფესტივალი ,,მთელი საქართველო ერთ ფლაკონში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე