ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

საქართველო, თბილისი - 16:50 | 06.07.2017
ნანახია: 1352

6 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.3969 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3980 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.                              

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7253 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7150 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.03 თეთრი შეადგინა.   

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6596 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.1081 ლარი ეღირება.                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 ივლისიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე