Wizz Air-ის თვითმფრინავში ხელბარგის გარანტირებულ ატანაზე, შესაძლოა, ახალი გადასახადი დაწესდეს

საქართველო, თბილისი - 11:43 | 06.07.2017
ნანახია: 1266

Wizz Air-მა შესაძლოა ხელბარგის გადატანის წესები შეცვალოს. ამის შესახებ პორტალი fly4free.pl წერს. მოსალოდნელია, რომ სიახლის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია 2 კვირაში გააკეთებს, ძალაში კი ის 29 ოქტომბრიდან შევა.

საუბარია ბორტზე ხელბარგის გარანტირებული ატანისთვის გადასახადის დაწესებაზე, რომელშიც პრიორიტეტული ჩასხდომის უფლებაც შევა.

ამ დროისთვის მცირე ზომის ჩანთის ატანა თვითმფრინავში მგზავრებს უფასოდ შეუძლიათ, უფრო დიდი ზომის ხელბარგზე კი გადასახადია დაწესებული. მოსალოდნელია, რომ შემოვა ერთიანი გაბარიტი. თუმცა, ბორტზე გარანტირებულად ხელბარგის ასატანისთვის მგზავრებს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაკომპანია მას უფასოდ საბარგო განყოფილებაში გადაიტანს. უფასოდ ბარგის ატანის გარანტიას მხოლოდ პირველი 80 ან 90 მგზავრი მიიღებს, რაც დამოკიდებული იქნება თვითმფრინავის მოდელზე. ასევე, მოსალოდნელია, რომ ფასიანი ჩასაბარებელი ბარგის წონა 23-დან 20 კილოგრამამდე შემცირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე