ტურისტებისთვის ყველაზე მომხიბვლელი ევროპული ქალაქების რეიტინგში თბილისი მერვე ადგილზეა

საქართველო, თბილისი - 17:32 | 06.11.2015
ნანახია: 1687

ბრიტანულმა გამოცემა The Daily Telegraph-მა ნაკლებად ცნობილი ევროპული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მიმდინარე წელს ტურისტს ჩასვლა და მისი ტურისტული პოტენციალის გაცნობა უღირს.

The Daily Telegraph-ის რეიტინგში საქართველო “TOP-10“-ში მოხვდა. გამოცემის ინფორმაციით, რეიტინგის სათავეში იტალიური ქალაქი ბერგამოა. მეორე პოზიციას კი ესპანური ვუტორია იკავებს. რეიტინგის მიხედვით მე-3 პოზიციაზე პორტუგალიური ქალაქი ტავირაა, მე-4 ადგილზე კი ხორვატიის ქალაქი ოსიეკი. რეიტინგში მე-5 პოზიციაზე მეკადონიის ქალაქი სკოპიეა, მე-6 ადგილსრეიტინგში შვედეთის ქალაქი უმეო იკავებს. რეიტინგით მე-7 პოზიციაზე იტალიური ქალაქი ტრევიზოა, ხოლო მე-8 ადგილზე საქართველოს დედაქალაქი თბილისი. რაც შეეხება მე-9 პოზიციას მას საფრანგეთის ქალაქი ნანტი იკავებს, ხოლო მე-10 პოზიციას კი ავსტრიული ქალაქი ბრეგენცი დაჯერდა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე