“ავერსის” მეცხრე წამახალისებელი გათამაშების მოგებულებს პრიზები გადასცეს

საქართველო, თბილისი - 18:10 | 04.07.2017
ნანახია: 1619

“ავერსის” მეცხრე წამახალისებელი გათამაშების მოგებულებს პრიზები გადასცეს - Aversi

22 ივნისს “რუსთავი 2-ის” ღია ეთერში “ავერსის” მეცხრე წამახალისებელი გათამაშება გაიმართა. გათამაშდა 5-ჯერ 10 000 ლარი, 25 000 ლარი და მთავარი პრიზი - 50 000 ლარი. მოგებულებს კუთვნილი პრიზები 4 ივლისს საზეიმო ვითარებაში გადასცეს სადაზღვევო კომპანია “ალფას” სათავო ოფისში.

- გვინდა, "ავერსის" აფთიაქში შემოსული ადამიანი ყველაფრით კმაყოფილი იყოს, მათ შორის - წამახალისებელ გათამაშებაში მოგებული თანხითაც. დღეს პრიზებს მომხმარებელთა შორის ყველაზე იღბლიანებს გადავცემთ. იმედი გვაქვს, მომავალშიც ბევრს მივანიჭებთ სიხარულს, - ბრძანა "ავერსის" დამფუძნებელმა, ბატონმა პაატა კურტანიძემ.

მტრედი-ბარათის მფლობელებისთვის წამახალისებელი გათამაშება პირველად 2009 წელს ჩატარდა და სასიამოვნო ტრადიციად იქცა. პროექტის ფარგლებში დღემდე მილიონ ასი ათასამდე ლარის ოდენობის თანხა გაიცა. გათამაშდა 91 ძირითადი და 40 ათასზე მეტი მომენტალური პრიზი.

მეცხრე გათამაშებაში ათ–ათი ათასი ლარი ერგოთ გიორგი ხომერიკს, მეგი ბურჯანაძეს, ავთანდილ მჟავანაძეს, ნინო კუთხაშვილსა და ამირან პაპუაშვილს.

ნინო კუთხაშვილი გორის რაიონის სოფელ ტინისხიდის მკვიდრია. 23 წლისაა და, როგორც თავად გვითხრა, არა მხოლოდ მედიკამენტებს, არამედ კოსმეტიკასა და სხეულის მოვლის საშუალებებსაც "ავერსის" ქსელში ყიდულობს.

პრიზების გადაცემის ცერემონიაზე ბათუმიდან ჩამოვიდა ავთანდილ მჟავანაძე:

- 3 ივლისს დაბადების დღე მქონდა და, აი, ასეთი არაჩვეულებრივი საჩუქარი გამიკეთა "ავერსმა". მისი ერთგული მომხმარებელი გახლავართ. შეუძლებელია, ამ კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილო დარჩე. ყოველმხრივ სანიმუშოა.

25 000 ლარი ფორტუნამ მაია ვარდოშვილს არგუნა. ქალბატონი მაია ორი შვილის დედაა და კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში ოჯახის ექიმად მუშაობს. როგორც თავად გვითხრა, წამახალისებელი გათამაშების 20 ბილეთი ჰქონდა:

- ჩემს სიცოცხლეში საუკეთესო სიურპრიზი იყო. არასოდეს არაფერი მომიგია და არც ახლა მჯეროდა, რომ ბედი გამიღიმებდა, მაგრამ... მოგებული თანხა ძალიან გამოადგება ჩვენს ოჯახს.

მთავარი პრიზი, 50 000 ლარი, კი არარატ ენგიბარიანს ხვდა წილად. ბატონი არარატი ნინოწმინდის რაიონის სოფელ დილიფის მკვიდრია. 45 წლისაა და სოფლის მეურნეობას მისდევს:

- მოგებას, რა თქმა უნდა, არ ველოდი,  მაგრამ რაკი ჩემმა ბედმა ასე ინება, ვეცდები, ეს თანხა ჭკვიანურად და კარგ საქმეებში დავხარჯო. დიდი მადლობა "ავერსს". ეს არის ძლიერი კომპანია, რომლის იმედიც ყოველთვის მაქვს.

"ავერსის" სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით 226 აფთიაქს აერთიანებს. ყოველთვიურად მას 2 მილიონამდე მომხმარებელი სტუმრობს.

“ავერსი” მუდამ მზად არის, ერთგულ მომხმარებლებს სიხარული აჩუქოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე