ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველო, თბილისი - 16:56 | 03.07.2017
ნანახია: 1229

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი კურსის თანახმად 4 ივლისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4000 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4036 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0036-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.7302 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.7408 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0106-ით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.1114 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.1170 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0056 თეთრით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6773 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6831 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის კურსი ლირასთან მიმართებით 0.0058 თეთრით გამყარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე