ქუთაისი-ბათუმის რეისზე დამატებით ჩქარი მატარებელი ივლის

საქართველო, თბილისი - 10:10 | 01.07.2017
ნანახია: 2267

საქართველოს რკინიგზა პირველი ივლისიდან ტურისტულ სეზონზე ქათაისი-ბათუმის მარშრუტზე ჩქარ მატარებელს ნიშნავს, რომელიც დილით ქუთაისიდან წამოვა და საღამოს ბათუმიდან გავა. მგზავრობის ფასი 6 ლარი იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას batumelebi ავრცელებს.

ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისი-ბათუმი ქუთაისიდან გავა ყოველ დღე, დილის 10:25 საათზე. 13:28 საათზე მატარებელი უკვე ბათუმში იქნება. ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით კი მატარებელი 23:25 საათზე გავა და ქუთაისში იქნება ღამის 2 საათზა და 20 წუთზე. 

ქუთაისიდან ბათუმამდე გზის მონაკვეთში ჩქარი მატარებელი შემდეგ სადგურებში გაჩერდება: რიონი, სამტრედია, საჯავახო, ლანჩხუთი, სუფსა, ურეკი, ქობულეთი, ჩაქვი, მახინჯაური.

იგივე მატარებელი დღის განმავლობაში საგარეუბნო რეისებს გააკეთებს, ბათუმი-ურეკის მიმართულებით. ბილეთის ფასი 4 ლარი იქნება. საგარეუბნო მატარებლის მოძრაობის განრიგია:

ბათუმი – ურეკი – 14:55 საათზე და 19:20 საათზე.

ურეკი – ბათუმი – 16:20 საათსა და 20:45 საათზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე