ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ლიტვურ კომპანია "August" -ის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:32 | 06.11.2015
ნანახია: 2678

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ლიტვურ კომპანია "August" -ის ხელმძღვანელ პირებს  შეხვდა. შეხვედრა ლიტვის   საელჩოს უშუალო ინიციატივით განხორციელდა.

უცხოელმა სტუმრებმა კომპანიის მენეჯმენტს მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე დაყრდნობით, არსებული გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე  სამომავლო თანამშრომლობის გზებიც დაისახა.

აღსანიშნავია, რომ ლიტვურ კომპანიას წყალანარინების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. აღნიშნული მრავალწლიანი პრაქტიკის გაზიარება  კი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე