ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:08 | 29.06.2017
ნანახია: 1198

29 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4072 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4074 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.02 თეთრი შეადგინა.                              

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7444 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7341 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.03 თეთრი შეადგინა.   

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6857 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.1192 ლარი ეღირება.                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 ივნისიდან  შევა ძალაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე