საქართველოში იმპორტირებული ბრინჯის 58%-ს პაკისტანზე მოდის

საქართველო, თბილისი - 17:04 | 06.11.2015
ნანახია: 1695

საქართველოში იმპორტირებული ბრინჯის 58%-ს პაკისტანზე მოდის.

„საქსტატის“ 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 10 174 ტონა ბრინჯის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 5 931 ტონა პაკისტანიდან შემოვიდა.

ბრინჯის იმპორტის მხრივ, მეორე ადგილზეა ინდოეთი, ხოლო მესამეზე – ტაილანდი.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 7 454 ბრინჯის იმპორტი დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ბრინჯის იმპორტი 36%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს ბრინჯის იმპორტი შემცირებულია 2013 წლის მონაცემებთან შედარებითაც. 2014 წელს საქართველოში 10 111 ტონა, ხოლო 2013 წელს – 12 397 ტონა ბრინჯის იმპორტი განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე